ევროკავშირისკენ თუ რუსულ ორბიტაზე – საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე AP წერს

“საქართველო ხმას აძლევს არჩევნებში, რომელმაც შეიძლება ის ევროკავშირამდე მიიყვანოს ან დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოში მიმდინარე ს შესახებ AP.
ახალი ამბების გავლენიანი საერთაშორისო სააგენტო წერს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე საარჩევნო უბნებზე იმ მოტივით გადის, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
სააგენტო იხსენებს ს განცხადებას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ოპოზიციური პარტიები აიკრძალება.
ბიძინა ივანიშვილს სააგენტო ჩრდილოვან მილიარდერად მოიხსენიებს.
გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ევრო–ატლანტიკური არჩევანი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რაც ხელისუფლებას ამ გზის ერთგულების ვალდებულებას აკისრებს.
AP აღნიშნავს აგენტების შესახებ კანონის და ლგბტ კანონის წინააღმდეგობას ევროპულ ღირებულებებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს