ევროკავშირისგან 90 მილიარდიანი სესხის გამო, Fitch-მა უკრაინის რეიტინგი „დეფოლტიდან“ „საკრედიტო რისკამდე“ აამაღლა

Fitch Ratings-მა უკრაინის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი „შეზღუდული დეფოლტიდან“ „CCC“-მდე (მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკი) აამაღლა, – ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
ბოლოს უკრაინის რეიტინგი ამ დონეზე 2022 წელს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას იყო.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხმა მნიშვნელოვნად შეამცირა უკრაინის გადახდისუუნარობის რისკები.