ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების ათი ყველაზე მსხვილი მიმღები სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები არიან

საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019-2024 წლების მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროებმა ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ.
საქართველოს სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ევროკავშირისგან 517 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა – 46,1 მილიონი ევრო და კერძო სექტორმა – 6,1 მილიონი ევრო. (მოიცავს 75 მილიონ ევროს სესხს Covid 19-ის პერიოდში.)
საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) ათ უმსხვილეს ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:
· 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები;
· 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
· 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
· 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები;
· 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
· 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები;
· 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
· 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
· 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
· 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია.
ევროკავშირის 46,1 მილიონი ევროს დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:
· ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა – 8,6 მილიონი ევრო;
· დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია – 8 მილიონი ევრო;
· ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება – 7,9 მილიონი ევრო;
· უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა – 4,9 მილიონი ევრო;
· კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები – 4,6 მილიონი ევრო;
· ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის – 4 მილიონი ევრო;
· დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება – 3,9 მილიონი ევრო;
· გარემოს დაცვა და კლიმატი – 2 მილიონი ევრო;
· საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა – 1,2 მილიონი ევრო;
· იურიდიული და სასამართლო სისტემა – 1 მილიონი ევრო.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ დემონსტრაციებზე: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები კანონს ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება