“ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია” | ლეიენი

“ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, საუბრობს.
“ჩინეთი აღარ არის ისეთივე ქვეყანა, როგორიც ათი წლის წინ იყო. შეიცვალა მისი ეკონომიკა, პოლიტიკა და გლობალური კვალი. ასე რომ, ჩინეთის სწორად გაგება, პირველ რიგში, ფაქტების სწორად გააზრებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ ჩინეთის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, არა მხოლოდ ჩვენი Horizon Europe კვლევითი პროგრამით, არამედ ევროპულ ინსტიტუტებში უფრო მეტი ჩინელი ექსპერტის დაქირავებით. ასევე, ჩვენს შიდა ანალიტიკურ ცენტრში ჩინეთის სტიპენდიატების პროგრამა შევქმენით. რადგან დიალოგი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ერთმანეთს გავუგებთ. ამ მღელვარე დროში, ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული სტაბილურობა. და ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები იმის შეფასებისას, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი”, – განაცხადა ლეიენმა ევროპის ჩინეთის კონფერენციაზე.