ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა ევროპასთან ინტეგრაცია და არა მიტინგებზე იმის ძახილი, რომ ევროკავშირი და ევროპა გვინდა

ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა ევროპასთან ინტეგრაცია და არა მიტინგებზე იმის ძახილი, რომ ევროკავშირი და ევროპა გვინდა
ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა ენერგეტიკულ სფეროში რეგულაციების ევროპულთან თანხვედრის საკითხები.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია ის თემა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის სწორად ევროპასთან ინტეგრაცია და არა კამერებთან და მიტინგებზე იმის ძახილი, რომ ევროკავშირი და ევროპა გვინდა. ამის ხაზგასმით აღნიშვნა ძალიან აუცილებელია საზოგადოებისათვის, კერძოდ იმის, რომ ჩვენ კომიტეტზე პრაქტიკულად ვმუშაობთ ევროინტეგრაციაზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვებს, ეკა სეფაშვილი დაინტერესდა ენერგეტიკულ სფეროში ქართული კანონმდებლობის და რეგულაციების ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან ჰარმონიზაციისა და მავნე გამოფრქვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შემუშავებული მექანიზმებით.
„მაინტერესებს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ ნაწილში ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებები რამდენადაა ინტეგრირებული ასოცირების შეთანხმებაში. თუ ეს განვითარების კვალდაკვალ ახლიდან წარმოშობილი ვალდებულებებია, რომელიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, რადგან ამ ორგანიზაციის წევრი ვართ?
და მეორე – მონიტორინგის და გაფრქვევების სისტემა, უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ცალკეულმა ბიზნესებმა გარკვეული სპეციალური აღჭურვილობა უნდა დაამონტაჟონ თავიანთ საწარმოებში? და თუ ეს ასეა, სახელმწიფო რაიმე გარკვეული ტიპის დახმარებას თუ უწევს ამ ბიზნესს ასეთი ტიპი მოწყობილობების დამონტაჟებისას – კონსულტაციები, შეღავათიანი სესხები ან რაიმე მსგავსი დახმარება თუ ხდება?” – განაცხადა დეპუტატმა.
ეკა სეფაშვილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ენერგეტიკული ვალდებულებების შესრულების კუთხით ასოცირების შეთანხმებაში მოცემული მთელი რიგი ვალდებულებები გარემოს დაცვის კუთხით თანხვედრაშია ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ასახულ ხელშეკრულებაში არსებულ ვალდებულებებთან. „თუმცა, ესაა დინამიკური პროცესი და ახალი რეგულაციების მიღების კვალდაკვალ, მათი გათვალისწინება ხდება” – აღნიშნა მან.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატის მეორე კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები დამატებით საინვესტიციო ვალდებულებების აუცილებლობას ბიზნესისთვის არ ქმნის.
„რაც შეეხება აღრიცხვის სისტემას, საწარმოს, რომელსაც ეს მავნე გაფრქვევები აქვს, აწარმოებს მათ აღრიცხვას. ამ საწარმოების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ანგარიშგების მექანიზმები არსებობს და დამატებითი დანადგარების შეძენის აუცილებლობა არ არის. მონიტორინგის მიზნით სამუშაოების გაძლიერება
საინვესტიციო აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, ბიზნესს დასჭირდება საკონსულტაციო მომსახურება,” – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს