ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენაზე BAG-ში დასკვნითი ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენასთან დაკავშირებით BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის დასკვნითი ტრენინგი ჩატარდა, რითიც პროექტი დასასრულის ფაზას მიუახლოვდა.
ტრენინგის ფარგლებში, განხილული იყო შემდეგი ძირითადი მოდულები: ევროკავშირის მმართველი ინსტიტუტები და მათი ურთიერთდაქვემდებარება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება.
მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების კოორდინაციის არსებულ მექანიზმებზე.
„აღნიშნული პროექტის მიზანია შრომის ბაზრის განვითარებისა და ბიზნეს სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დაგეგმონ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობას. მადლობას ვუხდით ჩვენს დანიელ პარტნიორებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ