ევროკავშირთან ასოცირება ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ნომერ პირველი შესაძლებლობა იყო, რომ უფრო დროულად გვქონოდა ბაზართან წვდომა – ნინო ზამბახიძე

ევროკავშირთან ასოცირება ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ნომერ პირველი შესაძლებლობა იყო, რომ უფრო დროულად გვქონოდა ბაზართან წვდომა – ნინო ზამბახიძე
„ევროკავშირთან ასოცირება ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის იყო ნომერ პირველი შესაძლებლობა“, – ასე ეხმაურება ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს.
როგორც ის bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადაწევა აფერხებს როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე მეწარმეების და ფერმერების განვითარებას და პრობლემას ქმნის ეკონომიკური დოვლათის შექმნას კუთხით.
“ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რაც დაუყენეს ჩვენს ქვეყანას იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირთან ასოცირება ჩვენთვის, ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის იყო ნომერ პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო დროულად გვქონოდა ბაზართან წვდომა, დივერსიფიცირების საშუალება, რომ არ ვყოფილიყავით ს ბაზარზე დამოკიდებული. ეს იყო ძალიან დიდი თანხები, რომელიც მოემართებოდა საქართველოში, რათა მომზადებულიყო ქვეყანა ასოცირების ნაწილში, რაზეც უარი ითქვა. მე ვფიქრობ, ეს ძალიან აფერხებს როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე მეწარმეებისა და ფერმერების განვითარებას, პრობლემას უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნას.
ამიტომ, ვადები კი არ უნდა გადაწეულიყო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა ეს, ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მომავალი თაობებისთვის, მეწარმეებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის“,- განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი მ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და ს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა მ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.
bpn.ge