ევროზონაში, საცალო გაყიდვები ოქტომბერში პროგნოზებზე მეტად შემცირდა

ევროზონაში, საცალო გაყიდვები ოქტომბერში პროგნოზებზე მეტად შემცირდა
ევროზონაში საცალო გაყიდვები ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა – ინფორმაციას „ევროსტატი“ ავრცელებს.
ანალიტიკოსები Trading Economics-ის მონაცემებით, საშუალოდ 0.3%-იან კლებას პროგნოზირებდნენ.
სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები გასულ თვეში 0,1%-ით გაიზარდა. ამასთან, არასასურსათო პროდუქციის (ძრავის საწვავის გარეშე) გაყიდვები შემცირდა 0,9%-ით, ხოლო საავტომობილო საწვავი – 0,3%-ით.
ოქტომბერში საცალო გაყიდვები 1,9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინა თვეში შესწორებული 3%-იანი ზრდის შემდეგ.
ევროკავშირში გაყიდვები თვის ჭრილში, 0,3%-ით შემცირდა, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით და 2.1%-ით გაიზარდა.
interfax