ევროზონაში სამომხმარებლო დაკრედიტება მაისში 2%-ით გაიზარდა

ევროზონაში სამომხმარებლო დაკრედიტება მაისში 2%-ით გაიზარდა
ევროზონაში სამომხმარებლო სესხები მაისში, წლიურ გამოხატულებაში 2%-ით გაიზარდა და 7.002 ტრილიონი ევრო შეადგინა, – ინფორმაცია ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა.
ზრდის ტემპი ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო (2023 წლის მაისიდან). Trading Economics-ის მონაცემებით, შედეგი ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს დაემთხვა.
აპრილში სამომხმარებლო სესხები 1.9%-ით გაიზარდა. ამრიგად, მაჩვენებლის ზრდა ზედიზედ მეცხრე თვეა დაჩქარდა.
ევროზონის ბანკების მიერ არაფინანსური კომპანიებისთვის გაცემული სესხების მოცულობა მაისში 2.5%-ით გაიზარდა და 5.23 ტრილიონ ევროს მიაღწია.
ევროზონაში ფულის მასის ძირითადი მაჩვენებელი (M3 აგრეგატი) მაისში წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 16.9 ტრილიონ ევროს გაუტოლდა. კონსენსუსის პროგნოზით, აპრილში არსებული 3.6%-დან ზრდის 4%-მდე დაჩქარება იყო ნავარაუდები.
წყარო: interfax