ევროზონაში სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა შემცირდა

ევროზონაში სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდამ ოქტომბერში 2015 წლის ივნისის შემდეგ კვლავ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.
ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, გასულ თვეში გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობა წლიურად 0,6%-ით გაიზარდა.
სექტემბერში ზრდამ 0,8% შეადგინა. Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ტემპი საშუალოდ 0,7%-მდე შენელდებოდა.
იმავდროულად, ევროზონის ბანკების მიერ არასაფინანსო კომპანიებზე გაცემული სესხების მოცულობა გასულ თვეში 0,3%-ით დაეცა. ასეთი ნეგატიური დინამიკა 2015 წლის ივლისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 0,2%-ით გაიზარდა.
ECB ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ევროზონაში სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია.
ევროზონაში ფულის მასის (M3 აგრეგატი) ძირითადი მაჩვენებელი ოქტომბერში წლიური თვალსაზრისით 1%-ით შემცირდა 16 ტრილიონ ევრომდე. ექსპერტები 0,9%-ით კლებას ელოდნენ. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1.2%-ით შემცირდა, კლება ზედიზედ ოთხი თვეა ფიქსირდება.