„ევროვიზიის“ შარშანდელი გამარჯვებული ჯილდოს აბრუნებს – რას აპროტესტებს მომღერალი?

მომღერალი ნემო, რომელმაც „ევროვიზიის“ 2024 წლის სიმღერის კონკურსზე შვეიცარიას გამარჯვება მოუტანა, აპირებს, რომ ჯილდო ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) დაუბრუნოს.
ნემოს ეს განცხადება ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაკეთდა.
„დღეს უკვე აღარ მიმაჩნია, რომ ამ პრიზის ადგილი ჩემს თაროზეა“, – წუხს ნემო, რომელიც თავის პროტესტს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში ს მონაწილეობით ხსნის, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ნემო ასევე სინანულს გამოთქვამს, რომ „ევროვიზია“ მძიმე ქმედებებში ბრალდებული სახელმწიფოს იმიჯის შერბილებას ემსახურება, მაშინ როცა ევროპის მაუწყებელთა კავშირი ირწმუნება, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის“. თავის პოსტში ნემო ასევე ახსენებს ხუთი ქვეყნის ბოიკოტს, რომელიც 2026 წლის კონკურსში ს მონაწილეობის წინააღმდეგ არის მიმართული. შვეიცარიელი არტისტის თქმით, ეს „ნათელს ხდის, რომ რაღაც ძალიან არასწორად კეთდება“.
ნახეთ ეს პოსტი „ინსტაგრამზე“
პოსტი, რომელიც გააზიარა ნემომ (@nemothings)
მომღერალი ხაზს უსვამს, რომ ჯილდოზე უარის თქმის შესახებ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „არაფერი აქვს საერთო ინდივიდებთან ან არტისტებთან“, მაგრამ, ამავე დროს, „იმ ღირებულებებიდან გადახვევაზე მიუთითებს, რომლებსაც სცენაზე ვზეიმობთ და რასაც სცენის მიღმა განვიცდით“.
ნემოს უამრავ მხარდამჭერს შორის არის პორტუგალიის წარმომადგენლი 2024 წლის „ევროვიზიაზე“ იოლანდაც, რომელმაც ნემოს გადაწყვეტილება „ისტორიის სწორ მხარეს დგომად“ შეაფასა.
ღაზაში მიმდინარე გენოციდი და სატელეფონო ხმის მიცემის სავარაუდო გაყალბება – ამ უკანსკნელმა ისრაელს მნიშვნელოვანი ხმები მოუტანა, მაშინ როცა ჟიურიმ დაბალი ქულები დაუწერა – „ევროვიზიის“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კრიზისს იწვევს და გულშემატკივრებსა და ქვეყნებს შორის ნაპრალს აჩენს.
ამ დროისთვის ხუთმა ქვეყანამ – ესპანეთმა, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, სლოვენიამ და ისლანდიამ – ისრაელის მონაწილეობისადმი პროტესტის ნიშნად. კონკურსიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
წყარო: 1 არხი