ევროვიზიის კონკურსანტი, რუსი მოცეკვავე დმიტრი კრასილოვი გარდაიცვალა

29 წლის ასაკში ევროვიზიის კონკურსანტი, მოცეკვავე და მსახიობი დმიტრი კრასილოვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
კრასილოვს პოპულარობა ბენდ Little Big-ის სიმღერის, Uno-ს კლიპში შესრულებულმა ცეკვამ მოუტანა. მოცეკვავე ჯგუფთან ერთად ევროვიზიაზეცც უნდა გამოსულიყო, თუმცა 2020 წლის კონკურსი კორონავირუსის გამო გადაიდო.
Uno-ს შემდეგ კრასილოვი რამდენიმე კლიპში გადაიღეს, ასევე ხშირად იყო სატელევიზიო გადაცემების სტუმარი ან წამყვანი.