ევროვიზია 2025-ს ბაზელი უმასპინძლებს

რიგით 69-ე ევროვიზია შვეიცარიაში, ბაზელში ჩატარდება. შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ სიმღერით The Code გაიმარჯვა. მან 591 ქულა მიიღო.
ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.
შვეიცარიამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სამჯერ – 1956, 1988 და 2024 წლებში მოიგო. ამ ქვეყანამ კონკურსს 1957, 1989 წლებში უმასპინძლა და 2025-შიც მასპინძელი ქვეყანა იქნება.
ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music | „მუსიკით გაერთიანებული“. აღნიშნული კონკურსის მუდმივ სლოგანად იქცა, რაც ევროვიზიის ბრენდსტრატეგიის ნაწილია.
ამჟამად ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობა 24 ქვეყანას აქვს დადასტურებული. კონკურსს 2025 წელს მონტენეგრო უბრუნდება.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ საწარმოების გახსნაში – შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა“