2024 წლის ევროვიზიის ორგანიზატორებმა უკრაინის დელეგაცია აზოვსტალის მცველების მხარდამჭერი მაისურების გამო დააჯარიმეს.
ამის შესახებ უკრაინის გუნდის წევრი, ჰიპ-ჰოპ არტისტი alyona alyon წერს.
Організатори “Євробачення-2024” оштрафували українську делегацію за футболки з принтом Free Azovstal Defenders в ефірі шоу. pic.twitter.com/Ylgta2POWk— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) May 15, 2024
როგორც მომღერალი ამბობს, კონკურსის ორგანიზატორები მკაცრად აკონტროლებდნენ მონაწილეების დრეს კოდს. მაისურები წარწერით Free Azovstal Defenders (თავისუფლება აზოვსტალის მცველებს).
“დარბაზში შესვლის წინ ჩვენი გუნდის წევრებმა წარწერიანი მაისურები, სხვა, შავი ფერის მაისურების ქვეშ ამოიცვეს. ვიცოდით, რომ განმეორებითი ჩვენების დროს მონაწილეებსაც აჩვენებდნენ, კამერა რომ მოგვიახლოვდა სწრაფად გავიხადეთ უწარწერო მაისურები. ფინანსური ჯარიმით შემოიფარგლნენ. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ჩვენი სამხედრო ტყვეების შესახებ შევახსენეთ”. – წერს alyona alyona.