“ევროვიზიაზე” შვედი მომღერალი პალესტინური შარფით გამოვიდა

სიმღერის კონკურსის, “ევროვიზიის” ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს მას მერე, რაც შვედმა მომღერალმა პოლიტიკური სიმბოლიკით გამოსვლის წესი დაარღვია – სიმღერის შესრულების დროს მას ხელზე პალესტინური შარფი ეკეთა.
შვედმა ერიკ საადემ, რომელსაც პალესტინური წარმოშობის მამა ჰყავს, შოუს დაწყების წინ განაცხადა, რომ სურს პროტესტი გამოხატოს იმის გამო, რომ კონკურსზე ს წარმომადგენელი დაუშვეს.
თვითონ საადე კონკურსის ყველაზე წინააღმდეგობრივი შემსრულებელი გამოდგა და საბოლოო ჯამში, ფინალში გავიდნენ ხორვატიის და უკრაინის წარმომადგენლები.
შეჯიბრის მსვლელობას ჩრდილი მიაყენა მონაწილეობამ ისრაელისა, რომლის მიმართ მსოფლიოში კრიტიკა ისმის ღაზაში ომის – იქ შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების გამო. შვედეთის ტელეკომპანია SVT-მ და კონკურსის მთავარმა ორგანიზატორმა ევროპის სამაუწყებლო კავშირმა გააკრიტიკეს შვედი მომღერლის მიერ კონკურსის წესის დარღვევა.
„ვწუხვართ, რომ მან თავისი მონაწილეობა ამგვარად გამოიყენა“, – უთხრა AFP-ს კონკურსის პროდიუსერმა ება ედიელსონმა.
“ევროვიზია 2024-ის” სხვა მონაწილეები გამოვიდნენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით ან ისრაელის მიმართ კრიტიკით, მაგრამ მიუთითეს, რომ გამოსვლის დროს პოლიტიკური გზავნილები არ უნდა ეჩვენებინათ.
უსაფრთხოების მოსაზრებით, ისრაელის წარმომადგენელს, ედენ გოლანს, ურჩიეს, მალმეში, სასტუმროში, დარჩენილიყო 9 მაისს მეორე ნახევარფინალში გამოსვლამდე.
მოელიან, რომ ქალაქში მოეწყობა დემონსტრაციები კონკურსიდან ისრაელის გარიცხვის მოთხოვნით.
11 მაისისთვის დაგეგმილ ფინალში გავიდნენ უკრაინელები, ალიონა ალიონა და ჯერი ჰეილი, ასევე ჯგუფი ხორვატიიდან – Baby Lasagna.
საფინალო კონკურსში მონაწილეობენ სერბეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, ლიეტუვის, ფინეთის, კვიპროსის, ირლანდიის და ლუქსემბურგის წარმომდგენლები. შვედეთი, როგორც მოქმედი გამარჯვებული, ხოლო ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი, როგორც ევროპის სამაუწყებლო კავშირის მთავარი გადამხდელები, ავტომატურად მოხვდნენ საფინალო კონკურსში.

ასევე დაგაინტერესებთ