მომღერალმა ოლი ალექსანდერმა ხელი მოაწერა LGBT საქველმოქმედო ორგანიზაციის წერილს, სადაც ისრაელი აპართეიდულ სახელმწიფოდაა მოხსენიებული და ისრაელს გენოციდში სდებენ ბრალს. ოლი ალექსანდერი დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რჩეული იყო ევროვიზია 2024-სთვის.
20 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა BBC გააკრიტიკეს ანტისემიტიზმის წახალისებისთვის. ოლი ალექსანდერის გასვლა ევროვიზიაზე ასევე გააპროტესტა ებრაულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ და BBC-სგან მომღერალთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ.
ოლი ალექსანდერმა აღნიშნულ წერილს ხელი მოაწერა 20 ოქტომბერს, ამ დროისთვის კი ის მომავალ ევროვიზიაზე ბრიტანეთის წარმომადგენლად შერჩეული არ იყო.