ევრობონდების რეფინანსირებისას სპრედი დაახლოებით 2%-ით უნდა გაძვირდეს – ფინანსისტი (bm.ge)

ევრობონდების რეფინანსირებისას სპრედი დაახლოებით 2%-ით უნდა გაძვირდეს – ფინანსისტი (bm.ge)
ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ამბობს, რომ საქართველოს $500 მილიონი დოლარის ევრობონდების რეფინანასირებისას განაკვეთი დაახლოებით 2%-ით გაეზრდება. მან საკითხზე “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ $500 მილიონის ახალ ფასიან ქაღალდს მთავრობა საერთაშორისო ბაზარზე 2026 წლის აპრილში განათავსებს, მოზიდული სახსრებით კი 2021 წელს გამოშვებულ 5-წლიან ევროობლიგაციას დაფარავს. შესაბამისად სახელმწიფო ვალის რეფინანსირებას გეგმავს. 2021 წელს გამოშვებული ევრობონდის განაკვეთი 2.75% იყო.
ვასილ რევიშვილი აღნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით სპრედები გაზრდილია.
“სპრედები, ანუ განსხვავება ობლიგაციის ამონაგებსა და -ის იგივე ვადიანი სახაზინო ობლიგაციის ამონაგებს შრის გაზრდილია. თუ შევადარებთ გამოშვების დროს სპრედს, ბოლოს რომ გადავამოწმე გაორმაგებული იყო, რაც ნიშნავს დაახლოებით 1-1.5%-ით მეტს, ვიდრე გამოშვების დროს იყო. 2021 წელს კოვიდური პერიოდის ეფექტი იყო, რაც ნიშნავდა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთები იყო თვითონ -ში, თუმცა ამის საპირწონედ ვხედავთ, რომ აშშ უკლებს საპროცენტო განაკვეთებს, მოსალოდნელია რომ 10 დეკემბერს კიდევ 0.25 საბაზისო პუნქტით დააკლებს და FED-ის პოზიციაა, რომ 2026 წელს კიდევ ორი 0.25 საბაზისო პუნქტიანი კლებაა მოსალოდნელი, ანუ 3-3.5%-ის ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს. ამ ყველაფერს თუ შევაჯერებთ, დაახლოებით 2%-ით უნდა გაძვირდეს სპრედი, დაახლოებით 6.5%-დან 7%-მდე იქნება, რაც ძალიან საოცრად ძვირი არაა, თუმცა არასასიამოვნოა”,- ამბობს ვასილ რევიშვილი.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…