ევრობიუროკრატიიდან საქართველოსთვის დაუმსახურებლად გამოცხადებული “ცივი ომის” ფონზე, გრძელდება მზადება ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის, ევროკავშირის ღირებულებები არ უდრის “ბერლემონის” შენობის ჩინოსანთა ახირებებს

ევრობიუროკრატიიდან საქართველოსთვის დაუმსახურებლად გამოცხადებული “ცივი ომის” ფონზე, გრძელდება მზადება ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის, ევროკავშირის ღირებულებები არ უდრის “ბერლემონის” შენობის ჩინოსანთა ახირებებს
ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს საქართველოზე წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში არის აბსურდული ბრალდებების, სიცრუის, მანიპულაციების ნაზავი და მოკლევადიანი ხედვა – არ შეიმჩნიონ ობიექტური რეალობა სხვა კანდიდატ და ევრობლოკის რიგ ქვეყნებთან შედარებით, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, “დიპ სტეიტის” მიერ მართულთა დამახინჯებული აღქმების “მესიჯბოქსი” მუდმივი არ არის, შესაბამისად, “მოკლევადიანი, უსინდისო ევროჩინოსნების” გადასაწყვეტი ქართველების მომავალი ვერ იქნება.
„ევრობიუროკრატიიდან საქართველოსთვის დაუმსახურებლად გამოცხადებული “ცივი ომის” ფონზე, გრძელდება მზადება ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის, ხოლო ევროკავშირის ღირებულებები არ უდრის “ბერლემონის” შენობის [ევროკომისიის შტაბ-ბინა] ჩინოსანთა ახირებებს. ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს საქართველოზე წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში არის აბსურდული ბრალდებების, სიცრუის, მანიპულაციების ნაზავი და მოკლევადიანი ხედვა – არ შეიმჩნიონ ობიექტური რეალობა სხვა კანდიდატ და ევრობლოკის რიგ ქვეყნებთან შედარებით. “დიპ სტეიტის” მიერ მართულთა დამახინჯებული აღქმების “მესიჯბოქსი” არამუდმივია. მოკლევადიანი, უსინდისო ევროჩინოსნების გადასაწყვეტი არაა ქართველთა მომავალი. საკუთარი მაგალითით ვაჩვენებთ და კიდევ უფრო მკაფიოდ დავანახებთ ევროპელებს, რომ გამოიღვიძონ, რისი აშკარა ნიშნებიც უკვე იკვეთება, და მათთან ერთად შევქმნით ღირსეულ, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ოჯახს და არა EUSSR-ს!“ – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე