ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი

ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მიიღოს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ, ევროპარლამენტარებმა, საქართველოში ჩატარებული ს შესახებ ეუთო /ოდირის პოზიტიური დასკვნა არაფრად ჩააგდეს, შესაბამისად არასერიოზულია, ევრობიუროკრატების მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას თვითონ ევროკავშირი არ აღიარებს. „ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა.
კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გარეშე არ მიიღოს.
რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებები გახსოვთ? როცა ევროპარლამენტარებმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ ოდირის პოზიტიური დასკვნა არაფრად ჩააგდეს, რასაც ჩვენი ევროკრეტინებიც აჰყვნენ, რომ ეუთო/ოდირი წარმავალი ორგანიზაციაა, რომლის დასკვნა არ შეიძლება სერიოზულად მივიჩნიოთ. არასერიოზულია, ევრობიუროკრატების მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას თვითონ ევროკავშირი არ აღიარებს! დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია ხალხმა მიანიჭა! ქართველი ხალხის არჩევანი შემოწმებას და ბრიუსელიდან დამოწმებას არ ექვემდებარება! მოვიდა დრო, ევროკავშირმა სიჯიუტე შეწყვიტოს და ქართველი ხალხის არჩევანი აღიაროს!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა

ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება

რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან