ევრობიუროკრატების თანახმად, სადაც არის ომი, თურმე იქ არის დემოკრატია, სადაც არის მშვიდობა იქ არ არის დემოკრატია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს მედიასთან ეხმიანება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას შედარება არარელევანტურია, რადგან მოლდოვა სნგ-ს წევრია და კორუფციაშია ჩაფლული, საქართველოსთვის კი მოლდოვისთვის მიბაძვა უკუსვლას ნიშნავს. დეპუტატმა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის განცხადება გაიხსენა, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინაში დემოკრატიის წინსვლა, საქართველოში კი უკუსვლაა.
„რუსეთის ინტერესი ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუმინეთში და საქართველოში ერთი და იგივეა? რუმინეთში რომ ომი გააჩაღოს რუსეთმა დიდი არგუმენტები უნდა ჰქონდეს და საქართველოში აგერ არის შემოსული, ნაცმოძრაობის დროს.
მოლდოვაშიც რა სიტუაციაა კარგად ვხედავთ, სნგ-ს წევრია მოლდოვა და შევიდეთ ჩვენც? კორუფციის ჭაობია – საერთაშორისო ინსტიტუტები აფასებენ ასე და ჩვენც კორუფციაში ჩავეფლოთ? რეგრესი განვიცადოთ? არა მგონია, რომ რელევანტური შედარება იყოს. უკრაინას გვადარებდნენ, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა თქვა როგორც ებრძვის რუსეთსო, ისე უნდა იყოთ თქვენც, დემოკრატია უკრაინაში ვითარდება და საქართველოში უკან მიდისო. ანუ სადაც არის ომი თურმე იქ არის დემოკრატია, სადაც არის მშვიდობა იქ არ არის დემოკრატია. ეს არის მათი პირდაპირი ნარატივი და ამაზე მეტი მტკიცებულება რა შეიძლება იყოს,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა