“ბარსელონას” ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ესპანურ მედიასთან მოახლოებული სეზონის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, “ბარსას” ამჟამინდელი შემადგენლობა გამოცდილი კალათბურთელებისა და ახალგაზრდა ტალანტების ნაზავია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კომენტარი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა, მოგეხსენებათ, ევრობასკეტის დაწყებამდე “თოკოს” გულის არითმია გამოუვლინდა.
“გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამოცდილი მოთამაშეებისა და ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელების კომბინაცია ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ევრობასკეტამდე ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ კარგად ვარ, ტურნირმაც აჩვენა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ”, – განაცხადა შენგელიამ.
შეგახსენებთ, გასულ წელს “ბარსელონა” ევროლიგაზე ასპარეზობას პლეი-ოფის პირველ წრეში “მონაკოსთან” გამოეთიშა.
“მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მივიღებ” – ლაშა გურული
ამერიკული თავგადასავალი გრძელდება – დიმიტრი ლეკიშვილი “ქემდენიდან” კარიერას “Holy Family”-ში გააგრძელებს
“ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის” – თორნიკე შენგელიას ცოლი
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ერთ დროს “ბარსელონას” შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
“ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან” – ჟიულ კუნდე
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა – შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
უარი ხავისგან – “ლევერკუზენი” ახალი მწვრთნელის ძიებაშია
“სახლის შეძენისას დედას მხოლოდ ეს კითხვა დავუსვი” – ლამინ იამალი
“ბარსელონამ” პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა
კარგი ამბავი – FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა




