ევრობარომეტრით გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია

ევროკომისიის დაკვეთით, საქართველოში “ევრობარომეტრის” კვლევა ჩატარდა, რომლის საველე სამუშაოები 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. პირისპირ ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა 1002 ადამიანი გამოიკითხა.
ევრობარომეტრის კვლევაში იყო ასეთი კითხვა: როგორ შეაფასებდით ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობას? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 60% ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას “ცუდად” აფასებს, 38%-ს კი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია.
მომდევნო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 48% ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას ელის, 18%-ი კი – გაუარესებას.