“ევრაზიის ინსტიტუტის” ცნობით, თბილისში ირანის ელჩთან და რუს დიპლომატებთან ირანზე “-ისრაელის თავდასხმის უკანონობა” განიხილეს

“ევრაზიის ინსტიტუტის” ცნობით, თბილისში ირანის ელჩთან და რუს დიპლომატებთან ირანზე “-ისრაელის თავდასხმის უკანონობა” განიხილეს
31 მარ 202618:30
პროკრემლისტური “ევრაზიის ინსტიტუტის” ცნობით, თბილისში კონფერენციაზე ირანის ელჩთან და რუს დიპლომატთან ერთად იმსჯელეს ირანზე “ამერიკულ-ისრაული თავდასხმის უკანონობაზე”.
ინსტიტუტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები და ჟურნალისტები, ხოლო ირანის ელჩმა ალი სეიედ მოჯანიმ მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. დისკუსიაზე განიხილეს ომის გავლენა საერთაშორისო სამართალსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ასევე ირანის წინააღმდეგობის მიზეზები და ჰუმანიტარული შედეგები.
მონაწილეების განცხადებით, ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მას მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები აქვს.