“ევრაზიის ახალი განთიადი” – დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

“ევრაზიის ახალი განთიადი” – ასეთი სახელწოდება აქვს დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები მთავარ აქცენტს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გააკეთებენ.
კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთ სპიკერად იყო წარმოდგენილი გუშინ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. განხილვის თემა ამჯერად ადამიანის სისხლსა და ჰაერში ტყვიის შემცველობის გლობალური პრობლემები იყო. საქართველოს პრემიერი შეხვედრაზე USAID-ის ადმინისტრატორმა მიიწვია. სამანტა პაუერი დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილეც იყო. მან სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად დაასახელა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს შესახებ საუბრისას მან ხაზი გაუსვა USAID-ისა და UNICEF-ის მიერ გაწეულ დახმარებას.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი