“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა პროტესტს კიდევ 500-მდე დასაქმებული შეურთდა

“ევოლუშენ ჯორჯიაში” გაფიცულებს კიდევ 500-მდე დასაქმებული შეუერთდა. შრომის არაადამიანური პირობების, ბულინგისა და დამცირების გამო ქუჩაში აზვირთებული პროტესტი სულ უფრო ახალ მასშტაბებზე გადის.
დღეს გაფიცვის მესამე ედღეა. ასობით ადამიანი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება მოთხოვნების შესრულებას. თუ აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიიდან უფლებ მოსილების გადამეტებაში მხილებულ მენეჯერებს არ გაუშვებენ, არ გადახედავენ სახელფასოო პოლიტიკასა და 45 სხვა მოთხოვნას, რომელიც გაფიცულებს აქვთ, მაშინ პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს.
თუმცა, ირკვევა, რომ გაფუცულთა მოთხოვნებს ხელმძღვანელობა რეპრესიებით პასუხობს.
“ევოლუშენის ერთ-ერთი თანამშრომელი, 19 წლის გოგონა იყო შიფტზე და საკუთარი სურვილით გადაწყვიტა, რომ შეერთებოად გაფიცვას, მონდომა შენობის დატოვება და ჩვენტან გამოსვლა, თუმცა ევროლუშენმა გაუუქმა თითის ანაბეჭდი და არ გამოუშვა შენობიდან მანამ, ვიდრე ძალდატანებით და კარნახით არ დააწერინეს შემდეგი შინაარსის ტექსტი, რომ ვითომ მისი კოლეგები და პროფკავშირი აძალებდნენ გაფიცვაში მონაწილეობის მიღებას , – ამბოსბს პროტესტის მონაწილე.
წყარო: “ტვ პირველი”

ასევე დაგაინტერესებთ