“ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა | პროტესტს კიდევ 500 ადამიანი შეუერთა

“ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა | პროტესტს კიდევ 500 ადამიანი შეუერთა
კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა. პროტესტის მონაწილეებს კომპანიაში დასაქმებული კიდევ 500 ადამიანი შეუერთდა.
გაფიცულები მათი უფლებების, მათ შორის შრომითი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებს აპროტესტებენ, აგრეთვე მენეჯმენტის მხრიდან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევებზე საუბრობენ. დასაქმებულები ამბობენ, მათ სტრესულ გარემოსა და ანტისანიტარიაში უწევთ მუშაობა, რაზეც კომპანიის მენეჯმენტს რეაგირება არ აქვს.
“ვითხოვთ ყველაზე მეტად იმას, რომ არ ვიყოთ მონები, ვიყოთ თავისუფლები და არ ვიყოთ დაძაბულები მაგიდებზე. და ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ მენეჯერები და “სენიორები” გათავისუფლდნენ, რომლებიც აბულინგებდნენ ჩვენ თანამშრომლებს, მეგობრებს. ჩვენ, რომ მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი იქ არ ეწერა, რომ ჩვენზე იქნებოდა ძალადობა, რომელიც არის ზეწოლა, სექსუალური, ბულინგი. არ აქვს მნიშვნელობა შავკანიანი იქნება თუ თეთრკანიანი ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა ვართ ამ ქვეყნის შვილები და ვითხოვთ, რომ თავისუფლად ვიყოთ ყველანი და არ ვიყოთ დაძაბულად,” – თქვა კომპანიის ერთ-ერთმა დასაქმებულმა.
შეგახსენებთ, რომ დავა “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით