ევერესტის ფერდობებზე, უამინდობის გამო, ასობით ადამიანი ჩარჩა, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

ჰიმალაის მთებში უჩვეულოდ ძლიერი თოვლისა და წვიმის გამო, ტიბეტის ფერდობებზე, ევერესტის მახლობლად მდებარე ბანაკებში ასობით ადამიანი ჩაიკეტა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 350-მდე მოლაშქრე ადგილობრივ დასახლებაში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, დაკავშირება უკვე მოხდა 200-ზე მეტ დარჩენილ ადამიანთანაც.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში ჩანს მაღალ თოვლში ჩაფლული კარვები და ტურისტულ ჯგუფები, რომლებიც ქარბუქში, ჩაკეტილ ბილიკებსა და გზებზე მაშველებს მიჰყავთ,
რეგიონში რამდენიმე დღეა ამინდის ექსტრემალური პირობებია. მეზობელ ნეპალში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად, პარასკევის შემდეგ, სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის – რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს

დონალდ ტრამპი ღაზას სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით – მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ – გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი კონფლიქტის მონიტორინგს.