რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. ამ დღეს სიკეთის და მოწყალების დღედ მიიჩნევენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს.