ევანგელურ-ლუთერული ეკლესია წმ. მარტინის დღეს აღნიშნავს

11 ნოემბერს, ლუთერები წმ. მარტინის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
გადმოცემის თანახმად, ამ დღეს რომაელმა ჯარისკაცმა მარტინმა მათხოვარს მოსასხამი მისცა, რომელიც იმავე ღამეს, სიზმარში იესო ქრისტეს სახით გამოეცხადა. მარტინი სასულიერო პირი გახდა, გარდაცვალების შემდეგ კი ის წმინდანად შერაცხეს. მარტინი მათხოვრების და მეომრების მფარველ წმინდანად ითვლება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს.