ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას დღესასწაულობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს მაცხოვრის ფერისცვალებას ულოცავს.
მათივე ცნობით, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ