ევაკუაციის ბრძანების შემდეგ ისრაელმა დარტყმა განახორციელა ღაზის ქალაქ რაფაჰზე – იუწყებიან თვითმხილველები

თვითმხილველთა თქმით, ს არმიამ 6 მაისს საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის ქალაქ რაფაჰზე – რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქიდან ევაკუაცია უბრძანა, იუწყება სააგენტო როიტერსი. რაფაჰს თავს აფარებს ღაზის სხვა არეალებში ბრძოლას გამოქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი.
ღრმავდება შიში რაჰაფზე სრულმასშტაბიანი შეტევის შესახებ, რასაც ისრაელი დიდი ხანია იმუქრება, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის სამალავების წინააღმდეგ – იმ ფონზე, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკება ჩიხშია შესული.
ისრაელს ამ თემაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს