ედ დეივი: თუ უკრაინას აიძულებენ, რუსეთს თავისი სუვერენული ტერიტორია დაუთმოს, ეს იქნება უდიდესი ღალატი ევროპელი მოკავშირის მიმართ 1945 წლის პოლონეთის შემდეგ

დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ედ დეივი აცხადებს, რომ „თუ ს აიძულებენ, რუსეთს თავისი სუვერენული ტერიტორია დაუთმოს, ეს იქნება უდიდესი ღალატი ევროპელი მოკავშირის მიმართ 1945 წლის პოლონეთის შემდეგ“.
მან მოუწოდა ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერს, დაარწმუნოს პარლამენტი, რომ არ დაუშვებს, პრეზიდენტ ზელენსკის „ტრამპმა და პუტინმა ისეთი შეთანხმება მოახვიონ, რომელიც ფაქტობრივად რუსეთს გამარჯვებას აძლევს“.
„უკრაინისა და მასთან ერთად ევროპული უსაფრთხოების მომავალი ვერ და არ უნდა გადაწყდეს პუტინისა და ტრამპის მიერ ჩაკეტილ ოთახში – პრეზიდენტი ზელენსკის, გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გარეშე.
მნიშვნელოვნად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპს პუტინის მიმართ ბევრად თბილი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს ან ჩვენი რომელიმე მოკავშირის მიმართ.
ყველას გვაშფოთებს, როგორ შეიძლება ეს დასრულდეს. გაერთიანებულმა სამეფომ და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ტრამპი არ აიძულებს სუვერენული უკრაინული ტერიტორიის დათმობას პუტინისთვის.“ – განაცხადა ედ დეივმა.