ედიშერ მაჩაიძე მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) სამეცნიერო საბჭოს წევრად ზედიზედ მეორედ აირჩიეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) სამეცნიერო საბჭოს წევრად ზედიზედ მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.
UWW-ის ბიუროს სხდომაზე, სამეცნიერო საბჭოს გარდა, დამტკიცდა იურიდიული, პლაჟის ჭიდაობის, სამწვრთნელო, სამსაჯო, სამედიცინო, მედიის, მარკეტინგისა და სხვა საბჭოებიც, რომლებიც ასევე 2025-2028 წლებში იმუშავებენ.