“ედინაია როსიას” რეიტინგი წლის განმავლობაში 35%-მდე დაეცა

საზოგადოებრივის აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრის გამოკვლევით, რუსეთში მკვეთრად, 35%-მდე დაეცა მმართველი პარტია “ედინაია როსიას” რეიტინგი.
რესპონდენტებს სთხოვეს ეპასუხათ, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, თუ სახელმწიფო სათათბიროს მომავალ კვირას ჩატარდებოდა. გამოკითხულთა 35.2%-მა აირჩია “ედინაია როსია”, მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია – 10.7%. რუსეთის კომუნისტურ პარტიას წილად ხვდა 9.7%, “ახალ ადამიანებს” – 6.5%, “სამართლიან რუსეთს” – 4.2%.
გარდა ამისა, რუსეთში 11%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც არასაპარლამენტო პარტიებს მისცემდა ხმას, ხოლო ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა – 12.5%-მდე.
სოციოლოგები ამბობენ, რომ ომისა და რეპრესიების პირობებში რესპონდენტები კითხვებზე სოციალურად მისაღებ პასუხებს იძლევიან. ხოლო ავტორიტარულ რეჟიმებში ე.წ. მოწონების ფალსიფიკაცია შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

სახელმწიფო სათათბიროს მომდევნო რუსეთში 2026 წლის სექტემბერში იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?