ედგარ რინკევიჩი – სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში დავადასტურე ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
„დავუდასტურე ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.