ედგარს რინკევიჩსი – საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ს პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა თავად საქართველოზეა დამოკიდებული – ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება სურს, თუ მისი შეჩერება ან შეწყვეტა.
„ვუერთდები ჩემს კოლეგებს და ქართველ ხალხსა და საქართველოს ევროპულ კურსს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლა ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებული. სურს თუ არა ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება თუ გადაწყვეტს მის შეჩერებას ან შეწყვეტას. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ასევე, ჩემი გადმოსახედიდან, შემიძლია გავიმეორო ის, რაც უკვე ითქვა, ანუ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიების მკაცრად დაგმობა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რაც თავსებადია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან ან იმ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება – დღეს არის დიდგორი! გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ!

შალვა პაპუაშვილი – „ლელომ“ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დავწერთ საჩივარს

ირაკლი კუპრაძე – თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ უბნებზე და ხმა მისცეთ მომავალს – დარწმუნებული ვარ, თბილისი, ისე როგორც ყოველთვის, იქნება ცვლილებების ავანგარდში