აგრძელებს ესკალაციას, გზავნილი ნათელია – კრემლს ომი სურს და არა მშვიდობა

რუსეთი აგრძელებს ესკალაციას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აგრესიული თავდასხმებით და ახლა კიევში მთავრობის შენობასაც დაარტყეს, – ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, უკრაინის წინააღმდეგ ღამით განხორციელებულ თავდასხმას.
„გზავნილი ნათელია – კრემლს ომი სურს და არა მშვიდობა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მეტი იარაღი უკრაინისთვის, მეტი ზეწოლა რუსეთზე“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი: საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან – იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ