– ერთადერთი გზა, რომ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდეს, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვა, რათა ის უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
რინკევიჩმა იაპონურ მედიასთან რუსეთსა და უკრაინას შორის პარასკევს გამართულ პირდაპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა, მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ან სერიოზული მოლაპარაკებებისადმი სწრაფვას ვერ ხედავს.
„ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებსა და ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდეს, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია