ედგარს რინკევიჩი – გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია

დანია ძლიერი დემოკრატია და ნატო-ს სანდო მოკავშირეა. გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მესმის რა აშშ-ის ლეგიტიმური უსაფრთხოების საჭიროებები, მჯერა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია დანიასა და აშშ-ს შორის პირდაპირი დიალოგის გზით და კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოებში“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება. „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე