,, ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია… ეს გიგას პრობლემაა…” – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრმა, თამარ ჩერგილეიშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში გენდერული კვოტირების შესახებ განაცხადა:
,,ამ კვოტირებულ ქალებს ხომ ისევ კაცები არჩევენ და კაცები კვოტირებულ ქალებს არჩევენ მორჩილების ნიშნით. შესაბამისად, იქმნება სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს კაცების მორჩილი. ყველა ქალი, კვოტით და უკვოტოდ, რომელიც პარტიებში მოწინავე ადგილებში მოხვდა, მოხვდა მორჩილების ნიშნით და ის ქალები, მაგალითად მე, ვინც მორჩილები არ ვართ, არ ვემორჩილებით ამ წესრიგს, გიჟებად ვირაცხებით, იმიტომ რომ ამ სტერეოტიპს ხელს უწყობენ კვოტირებული ქალები, რომლებიც მორჩილების ნიშნით არიან მოხვედრილები სიაში. ეს არის ემპირიული გამოცდილება ჩემი პირადად, რაც ჩემს ზურგზე მაქვს გადატანილი. ქალს აქვს თავისი როლი მიკუთვნებული. ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია… ეს გიგას პრობლემაა… – ამას ყველაფერს ის პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ, რომლებიც დღეს იძახიან, რომ კვოტების გაუქმება რა ცუდია, ანუ ეს არის ფარისევლობა”

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან