ეგ დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი – ორბეთის ტაძრის წინამძღვარი

ორბეთის ტაძრის წინამძღვარი, ვახტანგ ხარხელაური ამბობს, რომ ტაძარში მისი გადაწყვეტილებით ჩამოკიდებული ს დროშა და გერბი ჩამოხსნეს.
სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ “ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი” და აღნიშნულს რუსეთის სიმბოლიკასთან კავშირი არ ჰქონია.
“ეგ დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი […] ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი, ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ რომ ჩამომეხსნა ?! ჩამოხსნილი არის”. – უთხრა ხარხელაურმა მთავარი არხის ჟურნალისტს.
თეთრიწყაროსა და მანგლისის ეპარქიის სოფელი ორბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩამოკიდებული რუსეთის დროშისა და გერბის ფოტო გუშინ, 7 ივლისს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.