“ეგრევე მივხვდი, რომ სუსიდან იყო და ვეტაკე… კედელთან რომ მივაყენე, ყველა დავარწმუნე რატომაც ზაფრავდა ხალხს…” – მეგი გოცირიძე

“ზღაპარი”- ში ვარ, სალაროსთან 10-12 კაცი დგას რიგში და უეცრად, სადღაც 65-70 წლამდე ქალს , ძალიან საეჭვოდ აღმოხდა: ” მთავარია მშვიდობა იყოს” და ვცქვიტე ყურები, ეგრევე მივხვდი, რომ სუსიდან ანუ, ოცნებიდან იყო პროპაგანდონშა და ვეტაკე. ნუ დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და კედელთან რომ მივაყენე და ყველა დავარწმუნე ვინც იყო, რატომაც დაწანწალებდა და ხალხს ზაფრავდა, იქეთ შემომიბრუნა თავისი ქოცი ჭკუით კითხვა და: ” თქვენ , სად მუშაობთ”-თო ირონიულად მკითხა , არც ვაციე, არც ვაცხელე და “გლობალური ომის პარტიაში” ვმუშაობ ქალბატონომეთქი და რიგში მდგომებმა ისე დასცინეს იმ უბედურს, შოკოლადი და ყავა სალაროსთანვე დატოვა და გაიქცა…. გავყევი უკან და ოდნავ მოშორებით , პატარა მარკეტში რომ შევიდა და გამყიდველთან სცადა იგივე ტექსტით საუბრისა და პროპაგანდის დაწყება, ზურგზე ფრთხილად შევეხე და კარისკენ მივუთითე, ისე შეკრთა და მოძუძგა იქედან, სანამ გამყიდველს ავუხსნიდი ვინ იყო და რას საქმიანობდა, გავარდა დედის გინებით გარეთ გამყიდველი , მეც გავეკიდე, მაგრამ ფაფუ რუსი ქოცარიხა. პ.ს. ასე გამოააშკარავეთ მეგობრებო და კედელთან მიამწყვდიეთ ვისაც შენიშნავთ, რომ რუსულ პროპაგანდას ეწევა ოცნების სასარგებლოდ და ომით აშინებს ხალხს.. “გლობალური ომის პარტია”-ის წევრი მ. გოცირიძე 30. 09. 24

ასევე დაგაინტერესებთ