ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ხმების 93.9%-ით ლიდერობს.
შედეგებს აზერბაიჯანის „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგა“ და ამერიკული Oracle Advisory Group-ი ერთობლივად ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს.
1.8% – აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ზაჰიდ ორუჯს; 1.5% – “დიდი წესრიგის პარტიის” კანდიდატს, ფაზილ მუსტაფას; 1.2% – “სრულიად აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიის” წარმომადგენელ გუდრათ ჰასანგულიევს; 0.9% – “ნაციონალური ფრონტის პარტიის” კანდიდატს რაზი ნურულაევს; 0.4% – “დიდი აზერბაიჯანის პარტიის” კანდიდატს ელშად მუსაევს; 0.3% – დამოუკიდებელ კანდიდატს ფუად ალიევს.
ცნობისთვის, რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
ორმა უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, “მუსავათმა” და “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ” უარი განაცხადეს არჩევნებში კანდიატების წაყენებაზე და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს