ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში ცენტრისტი ნიკუსორ დენი ლიდერობს

ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში ლიდერობს ცენტრისტი პოლიტიკოსი ბუქარესტის მერი, ნიკუსორ დენი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ეგზიტპოლის თანახმად, ნიკოსურ დენმა ხმების 54.9% აიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა 45.10%.
მედიის ცნობით, დენმა უკვე გამოცხადა თავი გამარჯვებულად.
როგორც ცნობილია, არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელი, ჯორჯ სიმონი გავიდა.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ ს ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე