ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რაფალ ტრჟასკოვსკიმ 50.3%, ხოლო კაროლ ნავროცკიმ – 49.7% მიიღო

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრემიერ – მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატი მცირედი უპირატესობით ლიდერობს.

ეგზიტპოლის თანახმად, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი – “სამოქალაქო პლატფორმიდან“ ლიდერობს ხმების 50.3 პროცენტით, ხოლო “ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” დირექტორმა კაროლ ნავროცკიმ – 49.7 პროცენტი მოიპოვა.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.

მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ