ეგზიტპოლის თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87.6% აიღო

ბელარუსში საპრეზიდენტო გაიმართა. ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა 87.6 პროცენტმა მხარი მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაუჭირა.
მეორე ადგილზე სერგეი სირენკოვი გავიდა 2.7 პროცენტით, 1.8 პროცენტი აიღო ოლეგ გაიდუკევიჩმა, 1.6 პროცენტი ანნა კანოპაცკაიამ, ხოლო ალექსანდრ ხიჟნიაკმა ხმების 1.2 პროცენტი.
ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 5.1%-მა ხმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა.
გამოკითხვაში 11 948 ადამიანი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა