ეგზიტპოლების თანახმად სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალების კანდიდატი იმარჯვებს

სამი ტელეარხის ჩატარებული ერთობლივი ეგზიტპოლის თანახმად სამხრეთ კორეის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალი კანდიდატი ლი ჯე-მიუნგი იმარჯვებს. ქვეყანაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც, ორი თვის წინათ, თანამდებობიდან გადააყენეს კონსერვატორი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი. მან ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღება სცადა თუმცა პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
სამხრეთ კორეის სამი ძირითადი ტელეარხის – KBS, MBC და SBS – მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ლი, სავარაუდოდ, ხმათა საერთო რაოდენობის 51.7%-ს მიიღებს და ბევრად გაუსწრებს მის მთავარ მოწინააღმდეგეს, კონსერვატორ კანდიდატ კიმ მუნ სუს, რომელსაც, ეგზიტპოლების თანახმად, ხმების 39.3% აქვს.
წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლი იოლად გაიმარჯვებდა. იუნის მიერ საომარი მდგომარეობის შემოღების მცდელობამ საზოგადოებაში ღრმა უკმაყოფილება გამოიწვია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს