ეგზიტპოლების თანახმად, იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს

იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, – ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის საზოგადოებრივ მაწუყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ის ეგზიტპოლების თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ ხმათა დიდი უმრავლესობით იმარჯვებს.
ეგზიტპოლების მიხედვით, იაპონიის ქვედა პალატაში პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის პარტია 328-მდე ადგილს მოიპოვებს, რაც 1996 წლის შემდეგ „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისთვის“ საუკეთესო შედეგი იქნება.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ კოალიციურ პარტნიორთან, „იაპონიის ინოვაციების პარტიასთან“, ე.წ. „იშინისთან“ ერთად, ქვეყნის პარლამენტის 465 ადგილიან ქვედა პალატაში 366-მდე ადგილს მიიღებს.
იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვებისთვის 233 მანდატია საჭირო.ა