ეგვიპტის საზღვარზე სროლა იყო – დაიღუპა ეგვიპტელი ჯარისკაცი

რაფაჰის გადასასვლელზე სა და ეგვიპტის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, წინასწარი ინფორმაციით, ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს.
„რამდენიმე საათის წინ ეგვიპტის საზღვარზე სროლა მოხდა, დაწყებულია გამოძიება, ეგვიპტურ მხარესთან დიალოგი მიმდინარეობს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ისრაელელი ჯარისკაცები არ დაშავებულან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის