ეგვიპტის საზღვარზე სროლა იყო – დაიღუპა ეგვიპტელი ჯარისკაცი

რაფაჰის გადასასვლელზე ისრაელისა და ეგვიპტის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, წინასწარი ინფორმაციით, ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს.
„რამდენიმე საათის წინ ეგვიპტის საზღვარზე სროლა მოხდა, დაწყებულია გამოძიება, ეგვიპტურ მხარესთან დიალოგი მიმდინარეობს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ისრაელელი ჯარისკაცები არ დაშავებულან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას